არაბეთის ზღვაში სამხედრო ვერტმფრენი ჩავარდა, ეკიპაჟის 3 წევრი გადარჩა, ერთს კი ეძებენ - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ეკიპაჟის დაკარგულ წევრს ეძებენ მას შემდეგ, რაც არაბეთის ზღვაში MH-60S Sea Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ჩავარდა“, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობა იტყობინება.
USS George H.W. Bush-ის ვერტმფრენმა არაბეთის ზღვაში საგანგებო დაშვება განახორციელა.
„არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ საგანგებო სიტუაცია მტრული ქმედებით იყო გამოწვეული. ვერტმფრენის ეკიპაჟის ოთხი წევრიდან სამი ნაპოვნია, ისინი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან. რეგიონში მყოფი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები ამჟამად ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს ეძებენ, რომელიც კვლავ დაკარგულად მიიჩნევიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
On July 1 at 3:30 a.m. ET, the aircrew of an MH-60S Sea Hawk helicopter assigned to USS George H.W. Bush (CVN 77) conducted an emergency water landing in the Arabian Sea. There is no indication the emergency was caused by hostile action. Three of the helicopter’s four crew…
— U.S. Naval Forces Central Command/U.S. 5th Fleet (@US5thFleet) July 1, 2026