„არ მინდა, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაარტყას თუ არა ირანს
„არ მინდა, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლიდან გამოსვლისას, როდესაც მას აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე ჰკითხეს.
ის აღნიშნავს, რომ ირანი უარს ამბობს თქვას „ოქროს სიტყვები: ბირთვული იარაღის გარეშე“.
ირანელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, მათ შორის ბოლო დღეებში, რომ მათ აქვთ ურანის გამდიდრების უფლება ენერგეტიკული, სამედიცინო და ეკონომიკური მიზნებისთვის.
„ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი... ჩემი პრეზიდენტობის დროს არა. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა, რომ შეთანხმება ახლავე მივიღო“, - აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, ამ საკითხზე დამატებითი მოლაპარაკებები გაიმართება
„ირანში რეჟიმის შეცვლა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.