1777624808
უცხოეთი
„არ მესმის მიზეზი“ - იტალიის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო შემცირებაზე
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეამციროს შეერთებულმა შტატები თავისი ჯარისკაცების რაოდენობა იტალიაში.
„არ მესმის მიზეზი. როგორც ყველასთვის ნათელია, ჩვენ არ გამოგვიყენებია ჰორმუზის სრუტე და მზადყოფნაც კი გამოვთქვით საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც განიხილავს.