Loading data...
„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, შესაძლოა, სწრაფად გაფართოვდეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირანის, იემენელი „ჰუსიტებისა“ და თეირანის მოკავშირე სხვა დაჯგუფებების სამიზნე, შესაძლოა, რეგიონში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები, ასევე ,კომპანიები და დაწესებულებებიც გახდეს.

უწყება მოქალაქეებს, ასევე, აფრთხილებს, არ გაემგზავრონ ირანში არანაირი მიზეზით.

„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით. შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ირანი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.