Loading data...
აფეთქება რომში - ევაკუირებულია 70 ადამიანი

იტალიაში, რომში პიანა დელ სოლეს რაიონში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Il Messaggero ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა, ხოლო ევაკუირებულია 70 ადამიანი. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის მიზეზის დასადგენად.

წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა თხევადი აირის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად სამი შენობა დაზიანდა. 

მანამდე კი, თურქულმა მედიამ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.