Loading data...
AP - სამხრეთ კაროლინაში სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სულ მცირე, 20 პირი

სამხრეთ კაროლინაში, ბარში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სულ მცირე, 20 პირი, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა გამთენიისას, წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე Willie’s Bar and Grill-ში მოხდა.

„ეს ტრაგიკული და რთული ინციდენტია ყველასთვის. გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ, ვიდრე ამ ინციდენტის გამოძიებას გავაგრძელებთ. ჩვენი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთანაა“, – აცხადებენ ბოფორტის ოლქის შერიფის ოფისში.