Loading data...
ანტონიუ გუტიერეშის პრესსპიკერი: ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლით აკრძალულია

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა აშშ გააფრთხილა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.

დიუჟარიკის განმარტებით, თავდასხმა დაუშვებელია მაშინაც კი, თუ შენობა სამხედრო ობიექტის კვალიფიკაციას აკმაყოფილებს, თუმცა არსებობს „სამოქალაქო პირებისთვის გადამეტებული თანმხლები ზიანის“ მიყენების რისკი.

„ასეთ შემთხვევებში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ჩაითვლება თუ არა მსგავსი ქმედებები ომის დანაშაულად“, - დასძინა პრესსპიკერმა.