ანტონიო კოშტა: ევროკავშირი გაზრდის ინვესტიციებს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, განსაკუთრებით არქტიკაში
ევროპის შემდეგი გრძელვადიანი ბიუჯეტი ითვალისწინებს ინვესტიციების გაზრდას ევროპის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, განსაკუთრებით არქტიკის რეგიონში. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ფინეთში ევროპის არქტიკის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოშტას თქმით, ევროკომისია და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ამჟამად აახლებენ ევროკავშირის არქტიკულ სტრატეგიას, რათა უზრუნველყონ, რომ ის ახალ გლობალურ გეოეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს აკმაყოფილებდეს.
„როდესაც საქმე არქტიკის უსაფრთხოებას ეხება, ჩვენ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას უნდა მოვერგოთ. მართლაც, არქტიკა მრავალმხრივი სისტემის დასუსტების კიდევ ერთი მსხვერპლია. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აღარ შეიძლება, მივიჩნიოთ თავისთავად ნაგულისხმევ მოცემულობად, ხოლო საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტური კონცეფციები, როგორიცაა ნავიგაციის თავისუფლება, ეჭვქვეშ დგება. რუსეთი, არქტიკის უდიდესი ძალა, ამ ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.