ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ ევროკავშირი სრულად პატივს სცემს ისლანდიელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, რომელიც რეფერენდუმით გამოიხატა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რომლის დროსაც მოქალაქეებმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვეს, განაცხადა, რომ ისლანდიელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს პატივს სცემს. ამის შესახებ კოშტას პრესმდივანმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, რეფერენდუმის შემდეგ კოშტა ისლანდიის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.
საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად პატივს სცემს ისლანდიელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, რომელიც რეფერენდუმით გამოიხატა.
„ისლანდია კვლავ რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და ყველაზე სანდო პარტნიორად, განსაკუთრებით ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებში. ორივე ლიდერმა გამოთქვა სურვილი, კიდევ უფრო გაამყარონ ურთიერთობები ევროკავშირსა და ისლანდიას შორის“, - აღნიშნა პრესმდივანმა.
ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 52.8%-მა მისცა, ხოლო 47.2%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი დაუჭირა.