რეფერენდუმის საბოლოო შედეგებით, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა
ისლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იტყობინება.
სამხრეთ-დასავლეთის ოლქში კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.8%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.7%-მა დაუჭირა მხარი.
29 აგვისტოს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. 272 690 ამომრჩევლიდან 225 031-მა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 82.5%-იან აქტივობას წარმოადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა სულ 118 040 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო 105 339-მა გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ცარიელი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 1 652 შეადგინა, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 0,7%-ს შეადგენს.