Loading data...
ანტონიო კოშტა: აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნის ცალმხრივი გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების გამო.

კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე.

ამასთან, მისივე თქმით, მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა გადამწყვეტია იმისთვის, რომ კრემლი ომის დასრულების მიზნით სერიოზულ მოლაპარაკებებს დათანხმდეს.

აშშ-ის ცალმხრივი გადაწყვეტილება, მოხსნას სანქციები რუსეთის ნავთობის ექსპორტზე, ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ეს გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. სანქციების შემსუბუქება ზრდის რუსეთის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის“, - წერს კოშტა პლატფორმა X-ზე. 

ცნობისთვის, აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.