Loading data...
ანტონიო გუტერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა“, - ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხუთშაბათს, 2 ივლისს, ნაშუადღევს გამართული საუბრისას, გენერალურმა მდივანმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ირანულ მხარეს სამძიმარი გამოუცხადა.