Loading data...
ანტონიო გუტერეში: როდესაც ჰორმუზის სრუტე იკეტება, მსოფლიოში ყველაზე ღარიბებს და დაუცველებს სუნთქვა უჭირთ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

„ჩვენ უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მთელ მსოფლიოში დრამატულ შედეგებს გამოიწვევს“, - განაცხადა გუტერეშმა. 

გაეროს გენერალურმა მდივანმა ფასების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ადამიანებს შეექმნებათ პრობლემა. 

„როდესაც ჰორმუზის სრუტე იკეტება, მსოფლიოში ყველაზე ღარიბებსა და დაუცველებს სუნთქვა არ უჭირთ. ჩემი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმართ, დროა შეწყდეს ომი, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და უკვე დამანგრეველ ეკონომიკურ შედეგებს იწვევს“, - განაცხადა გუტერეშმა და დასძინა, რომ ირანმაც უნდა შეწყვიტოს მეზობლებზე იერიში. 

“, - დასძინა გუტერეშმა.