ანტონიო გუტერეში: მკაცრად მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაგმო დღევანდელი „სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში“.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და შემდგომში ირანის მიერ რეგიონში განხორციელებული საპასუხო ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - წერს ის.
„მოვუწოდებ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და დეესკალაციას. ამის შეუსრულებლობა უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის რისკს ქმნის, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს. მკაცრად მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას“, - დასძინა გუტერეშმა.
I condemn today’s military escalation in the Middle East. The use of force by the United States & Israel against Iran, and the subsequent retaliation by Iran across the region, undermine international peace & security.
— António Guterres (@antonioguterres) February 28, 2026
All Member States must respect their obligations under… pic.twitter.com/TZKS4GuNnZ