1788939494
უცხოეთი
ანტალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ანტალიას პროვინციის აქსუს რაიონში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ცეცხლის ქრობაში მეხანძრეები და მეტყევეები მონაწილეობენ. ასევე ოპერაციაში სპეცტექნიკა და პოლიციის წყლის ჭავლი გამოიყენება.
ცეცხლი საავტომობილი გზებს მიუახლოვდა. ამის გამო ხანძრის ქრობისთვის ვერტმფრენებიც გამოიყენეს.