1788932614
უცხოეთი
ანგელა მერკელი: ევროპამ რუსეთთან დიალოგის განახლება უნდა სცადოს
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან დიალოგის განახლება უნდა სცადოს. ამავდროულად მერკელმა კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იტყობინება.
მერკელის თქმით, პუტინის იდეას, აღადგინოს წარსულს ჩაბარებული იმპერია, არანაირი გამართლება არ აქვს.
„მან {ვლადიმერ პუტინი} დაანგრია წესრიგი, რომლის აღდგენაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე რთული გახდა. თუმცა, რუსეთი კვლავ რჩება ქვეყნად, რომელთანაც დიალოგის განახლება უნდა ვცადოთ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.