1763377196
უცხოეთი
ანდრიუს კუბილიუსი: რუსეთს შეუძლია 2-4 წელიწადში ნატოს წევრ ქვეყანას დაესხას თავს, ერთ-ერთი სამიზნე კი ბალტიისპირეთი იქნება
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, კრემლის ლიდერმა, შესაძლოა, 2-4 წელიწადში ნატოს რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმის ბრძანება გასცეს, ერთ-ერთი სამიზნე კი შეიძლება ბალტიისპირეთი იყოს. ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა 17 ნოემბერს ვილნიუსში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირისა და ნატოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, თუ როგორ დაიცვან ბალტიისპირეთის ქვეყნები და რა ისწავლონ უკრაინისგან“, - აცხადებს კუბილიუსი.
მან დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში, ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება გახდნენ „კრემლის ახალი აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო სამიზნე“.