Loading data...
ანდრეი სიბიგა: მოსკოვს ომის მოგება არ შეუძლია, მის დასრულებაზე კი უარს ამბობს

რუსული ძალების მიერ გასულ ღამეს უკრაინაში რუსული ძალების საჰაერო იერიშს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა. 

როგორც სიბიგამ აღნიშნა, რუსების საჰაერო იერიში  კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო გეგმა მოსკოვზე ზეწოლით უნდა დაიწყოს. 

„რუსეთის სასტიკი და მუდმივი ტერორი აჩვენებს, რომ ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო გეგმა უნდა დაიწყოს მოსკოვზე ზეწოლით, რათა აიძულონ იგი ჩაერთოს რეალურ დიპლომატიურ სამუშაოებში და დაასრულოს ომი“, - აცხადებს ანდრეი სიბიგა. 

ამასთან, როგორც სიბიგამ აღნიშნა, ეს არის ომი, რომლის მოგებაც მოსკოვს არ შეუძლია და რომლის დასრულებაზეც უარს ამბობს.

ინფორმაციისთვის, 19 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 470-ზე მეტი დრონითა და 48 რაკეტით საჰაერო იერიში მიიტანა. დაიღუპა 10 ადამიანი და 37 კი დაშავდა.