Loading data...
ანდრეი სიბიგა: კიევს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება არ მიუღია, ეს რუსების მორიგი მცდელობაა თავი მოაწონონ ამერიკელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, კიევს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადებები არ მიუღია და რუსეთის განცხადებები რუსების კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ ამერიკელებს თავი მოაწონონ. 

სიბიგას თქმით, 9 მაისის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი რუსების მხრიდან, მხოლოდ მანიპულაციაა. 

„ეს რუსების მორიგი მცდელობაა თავი მოაწონონ ამერიკელებს. აჩვენონ „კონსტრუქციულობის რაღაც ელემენტი“. უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ დღეისთვის უკრაინულ მხარეს მათგან არანაირი წინადადებები არ მიუღია“, - აცხადებს ანდრეი სიბიგა.