Loading data...
ანდრეი იუსოვი: ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ უწევს

ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ უწევს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა Noviny.LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რა როლს თამაშობს ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერაში, განსაკუთრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ.

„სამხედრო მხარდაჭერა არ არსებობს. დანარჩენი კი რთული დიპლომატიური პროცესის საკითხია“, - განაცხადა იუსოვმა.