Loading data...
ანდრეი იუსოვი: ბუდანოვი პირადად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი, პირადად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა News.LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბუდანოვისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა სირთულეებს განიცდიან საბრძოლო დანაყოფები, თუმცა ამის გაკეთება კაბინეტში ჯდომისა და ანგარიშების კითხვის დროს რთულია.

იუსოვმა აღნიშნა, რომ ბუდანოვი არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ აჩვენებს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ისინი.

„დიახ, ის ერთი ცხოვრებით ცხოვრობს გუნდთან, კოლექტივთან, თავის ძმებთან ერთად. განსაკუთრებით ამის გამო, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს მებრძოლებში და დანაყოფებსა“, - აღნიშნა იუსოვმა.