ანდრას ბაკამ ოფიციალურად დაიკავა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა
დღეს, 19 აგვისტოს, ანდრას ბაკამ ოფიციალურად დაიკავა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრე მადიარმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
როგორც მადიარმა აღნიშნა, ბაკა, რომელიც ეროვნულმა ასამბლეამ 11 აგვისტოს უნგრეთის ახალ პრეზიდენტად აირჩია, ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.
„ბატონ პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებებს მის საქმიანობაში, ჯანმრთელობას და რაც შეიძლება მეტ ადამიანურობას“, - ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 1991 წლიდან 2008 წლამდე ბაკა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. 2009 წელს იგი უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. მისი ხელმძღვანელობა ორ წელს გაგრძელდა, რადგან საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ გაათავისუფლეს. თავად ბაკა მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება ვიქტორ ორბანის მთავრობის სასამართლო რეფორმის კრიტიკას უკავშირდება.
A mai naptól, 2026. augusztus 19-től, Dr. Baka András Magyarország köztársasági elnöke.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) August 19, 2026
Elnök úr munkájához sok sikert, jó egészséget és a lehető legtöbb emberséget kívánok!
Isten áldja Magyarországot! ❤️🤍💚 pic.twitter.com/T4WzA0lDER