Loading data...
ანალენა ბერბოკი: გერმანია ისრაელის გვერდით დგას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი განცხადებით, 2023 წლის 7 ოქტომბერი გარდამტეხი მომენტი იყო როგორც ისრაელის, ისე გერმანიის ისტორიაშიც.

„7 ოქტომბერი გარდამტეხი მომენტია გერმანიისთვისაც. მრცხვენია, რომ მას შემდეგ, ებრაელები გერმანიაშიც გრძნობდნენ თავს დაუცველად და გაიზარდა ანტისემიტური თავდასხმები. ჩვენ ამას კანონის მთელი ძალით ვუწევთ წინააღმდეგობას“, - განაცხადა ბერბოკმა.

მან ისრაელის მცხოვრებლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესია. ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი. როგორც „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ძალადობისგან, ისე ირანისა და „ჰეზბოლას“ სარაკეტო ტერორისგან“.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტები ირანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, დაახლოებით 250 კი ღაზას სექტორში გაიტაცეს. ამას შედეგად, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოჰყვა, რასაც „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე 42 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.