Loading data...
ამერიკელი სენატორი, ბობ მენდესი ნაფიცმა მსაჯულებმა 16-ვე საქმეზე დამნაშავედ ცნეს

ამერიკელი დემოკრატი სენატორი, ბობ მენდესი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, ნაფიცმა მსაჯულებმა 16-ვე საქმეზე, დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 

როგორც „ეიბისინიუსი“ იტყობინება, მენდესის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები 3 დღე 13 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. 

პროკურორების მტკიცებით, ბობ მენენდესმა მეუღლესთან ერთად ეგვიპტელი ბიზნესმენების დახმარების სანაცვლოდ, ასობით ათასი დოლარის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირად ღირებული მანქანა მიიღო. 

თავად მენდესი ამბობს, რომ უდანაშაულოა და ის ბრალს არ აღიარებს. 

მისივე განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.