Loading data...
ამერიკაში, ნევადას შტატში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სტიქიამ, რომელსაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს, 10 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა, რამაც ასობით სახლს საფრთხე შეუქმნა და მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხანძრის შედეგად ზოგიერთი შენობა უკვე დაიწვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნევადის გუბერნატორმა ჯო ლომბარდომ განაცხადა, რომ ხანძარი „სწრაფად ვრცელდება და საფრთხეს უქმნის სახლებსა და შენობებს“ და დასძინა, რომ მან ვაშოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები ხანძარს ებრძვიან.

„ქარის გამო ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება ჩვენს საცხოვრებელ რაიონებში, რაც ჩვენს მეხანძრეებს უამრავ გამოწვევას უქმნის“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის უფროსმა რიჩარდ ედვარდსმა.

მან მოუწოდა მცხოვრებლებს, ყურადღება მიაქციონ ევაკუაციის ბრძანებებს, საჭიროების შემთხვევაში, მალევე დატოვონ ტერიტორია და მზად ჰქონდეთ ჩანთა.

ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და აშშ-ის 395-ე ავტომაგისტრალის ნაწილი გადაიკეტა.