Loading data...
ალის ვაიდელი უკრაინაში ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს

ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი კიევის ოლქში მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინულ მხარესთან ამ საკითხს დააყენებს.

როგორც ვაიდელმა დაწერა, დღეს ბერლინში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან. მას იმედი აქვს, რომ გერმანიის მთავრობა ზელენსკისთან შეხვედრაზე აღნიშნული საკითხით დაინტერესდება.

„მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს“, - წერს ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.