Loading data...
ალის ვაიდელი ფრიდრიხ მერცზე: ის უკრაინის კანცლერია

გერმანული ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე, გერმანელი მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესებზე უფრო მეტი იზრუნოს.

ალის ვაიდელის თქმით, მაშინ, როცა გერმანიაში გაზის მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია, კანცლერმა დარჩენილი საწვავის უკრაინისთვის მიწოდება გადაწყვიტა.

„ის უკრაინის კანცლერია“, - წერს ვაიდელი სოციალურ ქსელში.

ვაიდელმა მერცს უკრაინის ნაცვლად გერმანელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.