Loading data...
ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანში ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს

ირანში ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, მოჰამედ ბაღერ ზოლღადრიმ ალი ლარიჯანი შეცვალა, რომელიც გასულ კვირას, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. 

მოჰამედ ბაღერ ზოლღადრი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი მეთაურია. ის  წარსულში იკავებდა მაღალი დონის თანამდებობებს უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების მიმართულების მოადგილის პოსტს, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში მოადგილის თანამდებობას, ასევე სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციას დანაშაულის პრევენციის საკითხებში.