Loading data...
ალექსანდრე ლუკაშენკო: უკრაინაში ომი მალე დასრულდება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება.

„უკრაინაში ომი მალე დასრულდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ  ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებზე მინსკის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ომით ყველა დაიღალა და ევროპაშიც კი დაიწყეს იმის გააზრება, თუ ვისგან მომდინარეობდა ეს ესკალაცია“, - დასძინა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ „ეს დაპირისპირება“ ჯერ კიდევ 2022 წელს, რამდენიმე კვირაში შეიძლებოდა დასრულებულიყო, თუმცა ამას დასავლეთის ჩარევამ შეუშალა ხელი.

„კიევის ბრიტანელმა „მეგობრებმა“ მოითხოვეს „ბოლო უკრაინელამდე“ ბრძოლა მაშინ, როცა ჩვენს სამხრეთელ მეზობელს იარაღით ავსებდნენ. მშვიდობის მიღწევისა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსი დაიკარგა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.