Loading data...
ალექსანდრ სტუბი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი აუცილებელია

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა შეაქო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში საიდუმლო ვიზიტი. 

როგორც ცნობილია, რეტკლიფი კვირის დასაწყისში მოსკოვს ეწვია.

„ვფიქრობ, ეს კარგია. ნამდვილად. დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი აუცილებელია“, - აღნიშნა სტუბმა.

მისი აზრით, ასევე, მიზანშეწონილია ამერიკელებსა და რუსებს შორის კონტაქტების „სხვადასხვა ფორმატში“ შენარჩუნება.

„ვიმედოვნებ, რომ ამერიკელი სამხედროებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუს სამხედროებთან“, - ხაზგასმით აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ევროპამ კრემლთან კონტაქტის დამყარების გზები უნდა ეძებოს.

„ვფიქრობ, ევროპაში ვიღაცამ (...) რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს, რათა გაიგოს, თუ რა ხდება იქ. ჩვენ ერთმანეთთან პოლიტიკურ დონეზე კომუნიკაცია გვჭირდება“, - განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთთან ურთიერთობის არ ქონა კრემლში „ქმნის ილუზიებს“ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ევროპაში.