1790270549
უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 15 პატიმარი შეიწყალა
„ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 15 პატიმარი შეიწყალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ ლუკაშენკოსთან ასობით პატიმრის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტია აწარმოებს. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. აღნიშნულს კი აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდნენ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდა.