1765954980
უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინელებს: როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით - თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ
ბელარუსის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, 2014 წელს კიევში მომხდარი „გადატრიალების“ შემდეგ, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი რუსულის განადგურების კურსი დაისახა.
„როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით: თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ, იპოვეთ ნორმალური ურთიერთობა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს თქმით, ბრძოლის გაგრძელებამ, შესაძლოა, უკრაინის არსებობა შეწყვიტოს.
„ჩემი აზრით, ის, შესაძლოა, რუკიდან გაქრეს“, - აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
გარდა ამისა, ბელორუსის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა, რომ თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ესკალაცია გაიზრდება და შესაძლოა, გლობალურ მასშტაბებს მიაღწიოს.
ლუკაშენკომ დასავლეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებისგან.