Loading data...
ალექსანდრ გრუშკო: რუსეთი არ დაეთანხმება დასავლური ჯარების უკრაინაში განთავსებას

„რუსეთი არ დაეთანხმება დასავლური ჯარების უკრაინაში განთავსებას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

გრუშკომ ასევე აღნიშნა, რომ კიევის უსაფრთხოება შესაძლებელი იქნება, თუ მოსკოვი გააცნობიერებს, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორია რუსეთისთვის საფრთხეების შექმნის პლაცდარმად არ იქნება გამოყენებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ნატო-ს ჯარების განლაგების ნებისმიერი სცენარი მიუღებელია და მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევს.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს მიუღებელია: არანაირი ნატო-ს წევრობა, არანაირი უცხოური ძალები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ, ვთქვათ, ფრანგ კაპრალს ქუდი ეხურება წარწერით „ნატო“ ან „ევროკავშირი“. ეს სიტუაციას არ ცვლის. ამიტომ, ჩვენ ჩვენი პოზიციიდან არ გადაგვიხვევია“, - აღნიშნა გრუშკომ.