1788289912
უცხოეთი
„ალ ჯაზირა“ „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკავების კადრებს აჩვენებს
„ალ ჯაზირას“ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენებია ღაზაში განხორციელებული რეიდი, რომლის დროსაც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელი მუინ ალ-არაბიდი დააკავეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადეს, რომ რეიდი უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალური ძალების მიერ ჩატარდა.
კადრებში ჩანს, როგორ მიდის შემთხვევის ადგილზე ფურგონი. ისმის სროლის ხმა, რომელიც, სავარაუდოდ, მანქანაში მყოფი ძალების მხრიდან მოდის. ასევე, ჩანს კაცი, სავარაუდოდ, ალ-არაბიდი, რომელიც ცოცვით გადაადგილდება და დამალვას ცდილობს.
مشاهد خاصة للجزيرة توثق إصابة أحد ضباط جهاز الأمن الداخلي في غزة خلال عملية استهدافه واختطافه#الأخبار pic.twitter.com/ImaHsmz8P6
— قناة الجزيرة (@AJArabic) September 1, 2026