1761676649
უცხოეთი
Al Jazeera: ისრაელმა ღაზაზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს, - აღნიშნულის შესახებ Al Jazeera იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, დარტყმები ღაზას ჩრდილოეთით იყო მიმართული, ყველაზე დიდი, ჯერ კიდევ მოქმედი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.
ღაზას სექტორის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ისრაელმა სულ მცირე სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ დარტყმების შესახებ განცხადება ორ საათზე ცოტა მეტი ხნის წინ გაავრცელა.
ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“.