1773768928
უცხოეთი
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო, ტრამპმა ჩინეთში ვიზიტი გადადო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ჩინეთში ვიზიტი გადადო.
როგორც ცნობილია, ტრამპს პეკინში 31 მარტიდან 2 აპრილამდე ელოდნენ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შესახვედრად. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა ირანში ომის გამო ვიზიტი გადადო.
„ჩვენ შეხვედრას ხელახლა ვგეგმავთ და როგორც ჩანს, ის დაახლოებით ხუთ კვირაში გაიმართება. ჩვენ ჩინეთთან ვთანამშრომლობთ. ისინი ამას დათანხმდნენ“ - აცხადებს ტრამპი.