Loading data...
„ახლო აღმოსავლეთი ერთიანდება“ - ტრამპი მიესალმება საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის თავდაცვის შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს თავდაცვის შეთანხმებას, რომელსაც ამ თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა მოაწერეს ხელი.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ბოლოს და ბოლოს ხელი მოაწერეს მექის ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას. ეს აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდება ახლო აღმოსავლეთი და როგორ შეძლებენ ქვეყნები საბოლოოდ უფრო შინაარსიანი გზით დაიცვან თავი. ეს დიდი, თამამი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია – გასაოცარია!“ - წერს ტრამპი.