Loading data...
ახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია ხანძრის შედეგად განადგურდა

ახალი წლის ღამეს ამსტერდამში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია. ამის შესახებ NOS-ი იუწყება.

ხანძარი ეკლესიის სამრეკლოში დაახლოებით ღამის 1:00 საათზე გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

ძლიერმა ქარმა ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გაართულა. ეკლესიის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

1-ელი იანვრის დილით მონაცემებით, ხანძარი სრულად არ იყო ლოკალიზებული. 

ადგილობრივების ცნობით, ეკლესიის კოშკში პიროტექნიკა მოხვდა, რასაც მეხანძრეები ვერ ადასტურებენ.

ეკლესია XIX საუკუნის ბოლოსაა დაპროექტებული და 1977 წლამდე კათოლიკურ ტაძრად ფუნქციონირებდა. ამჟამად მას ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს და გამოიყენებოდა სპეციალური ღონისძიებებისა და Liberty Church-ის თემის საკვირაო მსახურებების ჩასატარებლად.