1787493765
უცხოეთი
„ახალი მცდელობაც წარუმატებელი იქნება“ - ირანი აშშ-ის მიერ „ისტორიაში უმკაცრესი სანქციების“ დაწესების მუქარას სასოწარკვეთის ნიშნად აფასებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესების მუქარას „სასოწარკვეთის ნიშნად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მოსალოდნელი ახალი ზომები თეირანის დამარცხებას ვერ შეძლებს.
მისი თქმით, აშშ-ის ლიდერების მიერ სამხედრო ოპერაციებიდან „ძველი გეგმების“ კვლავ წამოწევაზე გადასვლა აჩვენებს, რომ ვაშინგტონი სასოწარკვეთილია.
არაღჩის განცხადებით, ვაშინგტონმა ირანს პატივისცემით უნდა ესაუბროს, რათა „სამართლიანობასა და ღირსებაზე დაფუძნებული გამოსავალი“ მოიძებნოს.
„ჩვენ არასდროს გვეშინოდა. მათი ყველა ქმედება - იქნება ეს ბლოკადა თუ სხვა სამხედრო ნაბიჯები - წარუმატებელი აღმოჩნდა და მათი ეს ახალი მცდელობაც წარუმატებელი იქნება“, - დასძენს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.