1763378313
უცხოეთი
ახალი გადასახადის გამო რუსეთის საზღვარზე ათასობით მანქანა გაიჭედა
ჩინეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან რუსეთის საზღვარზე მანქანების გადამზიდავი 4 ათასამდე სატვირთო ავტომობილი გაიჭედა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
იმპორტიორები რუსეთში მსუბუქი ავტომობილების დაჩქარებული ტემპებით შეყვანას ცდილობენ, რადგანაც მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან უტილიზაციის გადასახადი მატულობს. ის ავტომობილის ძრავის მოცულობასა და მის სიმძლავრეზე იქნება დამოკიდებული.
საზღვარზე უკვე გაჩნდა „ფასიანი რიგები“. ანუ ფულის მარტივად შოვნის მსურველები რიგში ადგილს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდიან. დილერები ვარაუდობენ, რომ ეს სიტუაცია, სულ მცირე, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.