1785678630
უცხოეთი
აიდაჰოს სავაჭრო ცენტრში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
აიდაჰოს შტატის ქალაქ ტვინ-ფოლსის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტვინ-ფოლსის პოლიციის უფროსმა მეთიუ ჰიქსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსროლელი დაღუპულებს შორისაა და საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. პოლიცია მუშაობს თავდამსხმელის ვინაობისა და სროლის მოტივების დადგენაზე.
ქალაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ჯოშ პალმერმა Reuters-ს განუცხადა, რომ ინციდენტის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.