AfD-ის თანათავმჯდომარე გერმანიიდან 2.6 მილიონი ადამიანის დეპორტაციის ინიციატივით გამოდის
ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანალიდერი ტინო ხრუპალა, გერმანიიდან 2.6 მილიონამდე ადამიანის დეპორტაციის ინიციატივით გამოდის.
მისი წინადადების თანახმად, ქვეყნის დატოვება დამნაშავეების გარდა, სირიელებს, ავღანელებს და უკრაინელებსაც მოუწევთ.
ხრუპალამ თავისი მოთხოვნა არსებულ ქვეყნებში ვითარების შესაძლო ცვლილებით ახსნა, კერძოდ, თუ უკრაინაში ომი დასრულდება, ხოლო სირიასა და ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობა იმ დონემდე გაუმჯობესდება, რომ დაცვა საჭირო აღარ იქნება.
„თუ უკრაინაში ომი დასრულდება ან სირიასა და ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდება, რომ დაცვა აღარ იქნება საჭირო, ამ ადამიანებს დაბრუნება მოუწევთ. და ჩვენ ვსაუბრობთ 2.6 მილიონ ადამიანზე“, - დასძინა მან.
მიგრაციის საკითხების ექსპერტი დანიელ ტიმი აღნიშნავს, რომ AfD-ის ლიდერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მილიონობით უკრაინელი, სირიელი და ავღანელი შეიძლება მასობრივად და მოკლე დროში იყოს დეპორტირებული. ეს იურიდიულად შეუძლებელია.
ტიმის თქმით, თითოეული ადამიანის დაცვის სტატუსი უნდა გადაიხედოს.
ბოლო მონაცემებით, 2026 წლის შუა პერიოდისთვის გერმანიაში დაახლოებით 259 000 ადამიანი დეპორტაციას დაექვემდებარა. ეს ნიშნავს, რომ მათი თავშესაფრის განაცხადები უარყოფილია, მათ აღარ აქვთ ქვეყანაში დარჩენის უფლება და იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა. თუმცა, მათგან 77%-ს მიენიჭა დროებითი ბინადრობის ნებართვა, რაც მათ დეპორტაციას აჩერებს.