1772275723
უცხოეთი
აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ირანის სარაკეტო იერიშებზე ბაჰრეინზე, საუდის არაბეთზე, ქუვეითზე და კატარზე.
თავის მხრივ, ისრაელმა და აშშ-მა ირანზე საჰაერო შეტევების მორიგი ტალღა დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობა მასიურად ტოვებს ირანის დედაქალაქ თეირანს.
ასევე ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.