1774710683
უცხოეთი
აბას არაღჩის განცხადებით, ირანი სკეპტიკურად უყურებს ომის შეჩერების დიპლომატიურ ძალისხმევას
„ირანი სკეპტიკურად უყურებს ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მცდელობებს“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თავის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
არაღჩიმ შეერთებული შტატები „არაგონივრული მოთხოვნების“ წაყენებასა და „ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების“ გამოვლენაში დაადანაშაულა, რაც მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევის პერსპექტივასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.
ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა აბას არაღჩის განუცხადა, რომ „ირანის პესიმიზმი მეორე მხარის მიმართ გასაგებია, რადგან ირანი მოლაპარაკებების პროცესში ორჯერ გახდა თავდასხმისა და სამხედრო აგრესიის ობიექტი.“