Loading data...
აბას არაღჩი: თეირანსა და ვაშინგტონს შორის საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ განახლდება, თუ აშშ მუქარას არ შეწყვეტს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები არ განახლდება, თუ აშშ მუქარას გააგრძელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ის „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“.

„საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარა გაგრძელდება. პატივი ეცით თქვენს ხელმოწერას“, - წერს აბას არაღჩი X-ზე.

როგორც მედია წერს, გასულ თვეში ირანსა და აშშ-ს შორის გაფორმებული შუალედური შეთანხმება ორივე მხარეს ავალდებულებს, თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ როგორც ძალის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან.

ირანის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება ჰორმუზის სრუტეში ორ კომერციულ გემზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მან, ირანის ცნობით, გაფრთხილებები უგულებელყო.