Loading data...
აბას არაღჩი მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში ადასტურებენ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ირანის ელჩმა დაადასტურა, არაღჩი მოსკოვს ორშაბათს, 27 აპრილს ეწვევა.

„ვადასტურებთ არაღჩის ვიზიტს რუსეთში მოლაპარაკებების გასამართად“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.