1794937594
უცხოეთი
აბას არაღჩი ისრაელის მხარდამჭერ მედიას ერაყის ომის სტილის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს
„ბოლო 72 საათის განმავლობაში ისრაელის მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ირანი ვაშინგტონში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს და ამავდროულად კაშხლების ქვეშ სარაკეტო ბაზებს აშენებს“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
ირანელი დიპლომატი გავრცელებულ ცნობებს სიცრუესა და სისულელეს უწოდებს.
„ნუ გვთავაზობთ ერაყის ომის სტილის პროპაგანდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე ისრაელის კვალი აშკარად იკვეთება. ამას არავინ დაიჯერებს“, – აღნიშნავს არაღჩი.