Loading data...
აბას არაღჩი: ისრაელი ცდილობს, ქიმიური იარაღის შესახებ ბრალდებებით აშშ შეცდომაში შეიყვანოს და კიდევ ერთ ომში ჩაითრიოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ისრაელი ცდილობს, შეერთებული შტატები კიდევ ერთ ომში ჩაითრიოს.

არაღჩიმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ისრაელის ერთ-ერთმა მინისტრმა თეირანი ქიმიური იარაღის შემუშავებაში დაადანაშაულა.

„ეს ომის გამჩაღებელი უსირცხვილოდ ადანაშაულებს ირანს ფარმაცევტულ ქარხნებში ასეთი საზარელი იარაღის შემუშავებასა და დამალვაში. მიზანი თავხედურია: შეცდომაში შეიყვანოს აშშ, რათა მისი სახელით კიდევ ერთ ომში ჩაებას“, — წერს ის X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.