Loading data...
აბას არაღჩი: ირანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პეკინში ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებები გამართა და განაცხადა, რომ ირანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა „ისეთი ძლიერი იქნება, როგორც არასდროს“. ინფორმაციას CNN-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, ჩინეთის მთავარ დიპლომატთან ვანგ იისთან შეხვედრისას აბას არაღჩიმ პეკინს „თეირანის გულწრფელი მეგობარი“ უწოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ „არსებულ ვითარებაში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე“, იტყობინება Mehr-ი.

ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინფორმაციო სააგენტოს ISNA-ს ცნობით, არაღჩიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თეირანი აშშ-სთან „მხოლოდ სამართლიან და ყოვლისმომცველ შეთანხმებას დათანხმდება“.

აღსანიშნავია, რომ ირანისა და ჩინეთის უმაღლეს დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები მომავალ კვირას პეკინში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე გაიმართა.