1792253120
უცხოეთი
აბას არაღჩი: ირანი საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ შორის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას მხარს უჭერს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მხარს უჭერს „პოლიტიკურ პროცესს“ საუდის არაბეთსა და იემენელ ჰუსიტ ამბოხებულებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი პრაქტიკული და მდგრადი გზა ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკური პროცესია“, - განაცხადა არაღჩიმ ბაღდადში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.